პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ ფარგლებში უკვე 34-ე დღეა შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხება. აქციის ფორმატში ორგანიზატორების გადაწყვეტილებით გაკეთდა სპეციალური გადაცემა „სირცხვილია“, რომლის მაუწყებლობაც სოციალურ ქსელებში ხორციელდება. გადაცემის სტუმრები დეპუტატი ეკა ბესელია და ადვოკატი ბექა ბასილაია იყვნენ. დეპუტატმა შეაფასა 20 -21 ივნისს განვითარებული მოვლენები და შეუერთდა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას. მან ასევე მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბესელიამ მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.