დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნით პარლამენტთან იურისტების აქცია გაიმართა. "მართლმსაჯულება გადასარჩენია" - ამ სლოგანით გამართულ აქციაზე მყოფი იურისტები აცხადებდნენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ. კლანი მართავს, რაც დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ, "კლანი" უნდა წავიდეს.
ამასთან, იურისტების განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში სრულად უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ასახვა.
აღნიშნულ აქციას დღეს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძეც შეუერთდნენ.