ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებული ბექა ბასილაია და ზურა ნადირაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მათი პროცესი კი გადაიდო. საქალაქო სასამართლო ბასილაიასა და ნადირაძის საქმეებს 6 იანვარს განიხილავს.
სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. როგორც ბასილაიას ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ დააკმაყოფილა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა, ვინაიდან მისი თქმით, მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ ესწრებოდა.