მოძრაობა "შეცვალეს" წევრები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ.
"შეცვალეს" ერთ-ერთი წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, მათ სურთ კომიტეტის სხდომაზე დასწრება, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს. მოძრაობის წევრების კითხვები ირაკლი შოთაძეს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემას უკავშირდება. დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, "შეცვალეს" წევრებზე საშვები დაშვებულია, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.