პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უკვე დატოვეს. როგორც ჟურნალისტებს " ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, აქციის 2 მონაწილე პოლიციამ პარლამენტთან საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა. პარლამენტის შენობასთან აქცია ოპოზიციის რამდენიმე წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" და „სირცხვილიას" წარმომადგენლებმა გამართეს. ისინი გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრას და შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს აპროტესტებდნენ. ისინი საკუთარ პროტესტს შეძახილით "მონებო" გამოხატავდნენ.