თბილისში, პარლამენტის შენობასთან, 9 აპრილის მონუმენტზე ასული შუახნის მამაკაცი, მამაოს თხოვნით ჩამოვიდა. ადგილზე ქაშუეთის ეკლესიიდან მამა დავითი მიიყვანეს, რათა ის დაერწმუნებინა. შუადღეს მამაკაცი პარლამენტის შენობის წინ ფსიქოლოგების და ექიმების მისვლას ითხოვდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. როგორც გაირკვა, ის ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანას აპროტესტებდა. მას თან ცივი იარაღი ჰქონდა. პოლიციელები ცდილობდნენ მის დაარწმუნებას, რომ მემორიალიდან ჩამოსულიყო. მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.