პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ ნინო სანდოძის კანდიდატურას უკვე მოუსმინა. სხდომაზე დღეს ასევე თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურასაც მოუსმენენ.