საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან კინოდარბაზში გადაინაცვლეს. უმრავლესობის დახურული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და მის ინიცირებულ კანონპროექტში ასახვასთან დაკავშირებით იმართება. უმრავლესობის სხდომაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად უნდა განეხილათ, 15:00 საათამდე გადაიდო.