თბილისის პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა და თბილისის მერმა. ფორუმს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. განიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ფორუმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ სივრცეში მსჯელობა პოლიტიკურ დღის წესრიგზე."მესამედ ტარდება უკვე აღნიშნული ფორუმი. ეს აერთიანებს ცენტრალურ და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა იმ უწყებას, რომელიც არის განმსაზღვრელი რეგიონული თუ თვითმმართველობის საკითხებში გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის" - ამბობს ზაზა გაბუნია.