სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისმენენ. თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე ანგარიშს სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს. მომავალ სასესიო კვირას ანგარიშის მოსმენა პლენარული სხდომის ფორმატში იგეგმება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მივა.საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში 3 აპრილს წარედგინა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სუსის ანგარიშის პლენარული სხდომის ფორმატში მოსმენა სავალდებულოა, რის შემდეგაც პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას იღებს.