ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს აკრიტიკებს და აცხადებს რომ მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. სუსის ანგარიში პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს. დოკუმეტი პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა. მომავალ სასესიო კვირას ანგარიშის მოსმენა პლენარული სხდომის ფორმატში იგეგმება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, სუს-ის უფროსი მივა. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში 3 აპრილს წარედგინა. რეგლამენტის თანახმად, ანგარიშის პლენარული სხდომის ფორმატში მოსმენა სავალდებულოა, რის შემდეგაც პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას იღებს.