პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრება. სხდომაზე სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი იქნება 20 ივნისის საქმეზე. კერძოდ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომეუალირსგან თუნდაც ნდობის ჯგუფის ფარგლებში კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს. მისი თქმით საზოგადოებას დაუგროვდა უამრავი კითხვა ,რომელზეც შს მინისტრმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხები. აბესაძის თქმით მინისტრთან მთავარი კითხვა ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელების იდენტიფიცირებას და ასევე 20 ივნისის მოვლენებს ეხება. ამასთან ნდობის ჯგუფი ატოცში მიმდინარე მოვლენებზეც იმსჯელებს.