პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ. როგორც პალიტრანიუსს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა, ქვეყანაში კორუფციის მაღალი რისკები იკვეთება, რასაც ბოლოს დაკავებული სამი პირის საქმეც ადასტურებს, რომელსაც სახელმწიფო, 30 მლნ ლარის დღგ-ს აქტივის შექმნას ედავება.
დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, როდესაც ასეთ თანხაზეა საუბარი, მისი შექმნა მაღალჩინოსანთა ზედამხედველობის გარეშე ვერ ხდება. კობერიძის თქმით, შექმნილი სქემა აპრობირებული 1990- იანი წლებში იყო, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს.