იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პანდემიის ფონზე არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ წესებზე მსჯელობენ, რომელთა დაცვითაც საარჩევნო კამპანია და უშალოდ კენჭისყრის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება არ მოხდეს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის კარანტინის რეჟიმში მყოფებმა, ხმის მიცემის უფლებით შეუფერხებლად ისარგებლონ. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არცილ თალაკვაძეც ესწრება.