იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პანდემიის ფონზე არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ წესებზე იმსჯელეს, რომელთა დაცვითაც საარჩევნო კამპანია და უშალოდ კენჭისყრის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება არ მოხდეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კომისიის წევრებმა ოლივერ კასკიმ და რიჩარდ ბარეტმა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის კარანტინის რეჟიმში მყოფებმა, ხმის მიცემის უფლებით შეუფერხებლად ისარგებლონ.