პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების მიხედვით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, მათ საპარლამენტო გამოსვლებისას იგივე დრო ექნებათ, რაც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.
ამასთან, მმართველი გუნდი პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი შესაძლებლობების და საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული.
შესაბამისი წინადადებები პარლამენტის რიგგარშე სხდომაზე, სადაც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დააყენა.