რატომ ჰქონდა საქართველოს კოვიდის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვიდილანობა და რა ხედვები აქვს მინისტრს ზოგადად, ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით - ამ კითხვების დასმას აპირებს დღეს ოპოზიცია ზურაბ აზარაშვილისთვის. ჯანდაცვის მინისტრი დეპუტატების წინაშე მინისტრის სააათის ფორმატში წარსდგება და საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. ზურაბ აზარაშვილი მინისტრის რანგში პარლამენტში დღეს პირველად მივა.