პარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციის არა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტში შესულია ორი კანონპროექტის პაკეტი, რომელიც ამ ორივე საკითხს მოიცავს. მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება.