პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს უსმენენ. მოსმენას შსს-ს მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრება. მამუკა ბახტაძემ ოპოზიციასთან მიამრთებით საუბრისას აღნიშნა, რომ მატ შორის ღირებულებითი განსხვავებები არსებობს. რემიერ-მინისტრმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, რომლის განცხადებითაც ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, ხოლო დამნაშავეთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია განუცხადა, რომ არასდროს დაუსვებენ კრიმინალს ადამიანის უფლებების ხარჯზე ებრძოლონ. შეგახსენებთ, მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაიბარა.