დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, "თიბისი ბანკის" საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა.პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანამდე ხმამაღალი დებატების ფონზე მიმდინარეობდა სხდომის დახურვის საკითხის განხილვა. უფრო კონკრეტულად, როგორც რომან კაკულიამ განმარტა, ის იზიარებს პოზიციას, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული საკითხის სჯაროდ განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც საჯაროდ განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება. ამასთან აღსანიშნავია, რომ არც მამუკა ხაზარაძეს, არც ბადრი ჯაფარიძეს სხდომის მსვლელობისას არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ.