პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს აპროტესტებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ელენე ხოშტარიას თქმით, თუ პარლამენტი მელიას მანდატს შეუჩერებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ, ეს მათ მაღალი პოლიტიკურ ფასად დაუჯდებათ.