"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000 - ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯამში მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი.
დეპუტატის განცხადებით, მათ ჯარიმების გაუქმების თაობაზე მთავრობას წინა კვირას მიმართეს, თუმცა, ამაზე რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ ინიციატივა პარლამენტში კანონპროექტის სახით დაარეგისტრირეს.
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ გამოწერილი ჯარიმები უსამართლოა და მოქალაქეთა დაჯარიმების შერჩევითობაზე საუბრობს.