პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგება, ეკატერინე ტიკარაძეა. ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ.
თებერვალში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მოსმენაც. საკანონმდებლო ორგანოში ივანე მაჭავარიანი "მინისტრის საათის" ფორმატში 18-21 თებერვლის კვირაში მივა.