ამ წუთებში პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს უსმენენ. თეა წულუკიანი თავდაპირველად დეპუტატებს საკუთარი ანგარიშით მიმართავს, რის შემდეგაც უკვე პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხებს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსმენამდე აცხადებდნენ, წულუკიანთან ბევრი კრიტიკული კითხვა აქვთ, რომელზეც იუსტიციის მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს.