ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, იქ სადაც "გვირილობის" აღნიშვნის ღონისძიებები იმართება, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მივიდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცეს. სტუმრებს სიმბოლურად გვირილები მიამაგრეს პიჯაკებზე.
"გვირილობის" ზეიმი სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს და მას ასწელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. გადმოცემის თანახმად, ქუთაისელი "გიმნაზისტკები“ სიმბოლურად გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულთა ოჯახებს ეხმარებოდნენ.