პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს უსმენენ.
მინისტრმა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2019 წელს შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. მისი თქმით, ქვეყნის პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკის მდგრადობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებში აისახა.