პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ. გვენეტაძემ დეპუტატებს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც ის დეპუატეტბის კითხვებს პასუხობს.
ოპოზიციამ ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანობა გააკრიტიკა. ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით ეროვნული ბანკი და მთავრობა წლების განმავლობაში ასუსტებდით საქართველოს ეკონომიკას.
დეპუტატის საპასუხოდ გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი აძლიერებს ეკონომიკას იქიდან გამომდინარე, რომ იღებს ზომებს, რომელიც მიმართულია ქვეყნის ფინანსური სიჯანსაღისკენ.