პარლამენტში ეკონომიკის ყოფილ მინისტრს უსმენენ. გიორგი ქობულია საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. შეხვედრას ყოფილ მინისტრთან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ესწრებიან. საპარლამენტო უმრავლესობამ კი ქობულიას მოსმენის სურვილი არ გამოთქვა. მმართველი პარტიიდან შეხვედრას მხოლოდ ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი ესწრებიან.