პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მივა. ქობულიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოუსმენენ, სადაც მინისტრი 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ აპირებს საუბარს. ამის შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.გიორგი ქობულიას კომიტეტის სხდომაზე გამოსვლა 17:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციას მინისტრთან ეკონომიკის კითხვები არაერთ საკითხთან დაკავშირებით აქვს, მათ შორის ლარის კურსის გაუფასურებასა და საპენსიო რეფორმასთან მიმართებაში.