პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა. გიორგი ქობულიას მოსმენას პარლამენტში ოპოზიცია და მმართველი გუნდის ყოფილი წევრები დაესწრებიან.
დეპუტატები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ, კანონმდებლები ასევე გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებით დაინტერესდებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ანგარიშს უმრავლესობის წევრები არ დაესწრებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ არ სურთ "ქართული ოცნების" ყოფილი და განაწყენებული წევრების დისკუსიაში ჩაერთონ.
ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.