პარლამენტში დღეს „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ. დვალი და აქიმიძე საჯარო ფორმატში, დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის საკუთრებაზე დავას. დავით დვალი დეპუტატ ლევან კობერიძეს მადლობას უხდის ამ შეთავაზებისთვის და აცხადებს, რომ ის და ჯარჯი აქიმიძე მზად არიან დებატებისთვის.
ლევან კობერიძის თქმით, რუსთავი 2"-ის საკითხი დიდი ხანია გასცდა კერძო საკუთრების კუთვნილების თემას. პროცესში ჩართვისთვის მზად არის ოპოზიციაც.