პარლამენტმა 82-ხმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება განახორციელა.
პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება უწოდოს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო გაცილებით უფრო ღირსეული სახელმწიფო ხდება.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით კი, მიღებული დოკუმენტი რეალურ ცხოვრებაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის.