პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისში რიგგარეშე სხდომა გამართა. პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.