პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ამასთან უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, 14 ნოემბერს კვლავ შეიკრიბებიან უმრავლესობის ფორმატში, რათა დეპუტატებს შორის პოზიციები კიდევ ერთხელ შეჯერდეს.