პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო - Palitra News

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

2020-09-03 20:18:48+04:00

საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით (81 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა იკრძალება და აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, აღნიშნული ქმედებები ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.