„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პროექტს მხარი კონკრეტული დათქმებით დაუჭირეს, რომელიც მესამე მოსმენისთვის უნდა აისახოს.
როგორც სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ერთი დათქმა ეხება ეგზიტპოლების ჩატარების დაშვებას საარჩევნო უბანთან 25- მეტრიან რადიუსში, ხოლო მეორე დათქმა - არაკვალიფიციურ და კვალიფიციურ სუბიექტების მიმართ თანაბარ მიდგომას.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები გაიმართა. კერძოდ დამოუკიდებელ დეპუტატებმა მმართველი გუნდი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს. გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ თუ რეალურად არსებობს სურვილი ძალოვნებმა და „ფულის ტომრებმა“ არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში