პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 101 ხმით ნდობა გამოუცხადა - Palitra News

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 101 ხმით ნდობა გამოუცხადა

2018-07-14 23:36:42+04:00

პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობა 101 ხმით დაამტკიცეს. პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია. მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:

პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.