საქართველოს პარლამენტმა დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. პლენარულ სხდომაზე მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევასა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეყარა კენჭი, რასაც 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხის წინააღმდეგ 10 დეპუტატი წავიდა.