"დარწმუნებული ვარ რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს იმ სიას, რომელიც შემოტანილი იყო 24 დეკემბერს" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა. თამარ ჩუგოშვილმის თქმით, აღნიშნული სიის განხილვას პარლამენტში მომავალი არ აქვს , რადგან ის მხარდაჭერას ვერ მოაგროვებს და კენჭისყრაზეც არ დადგება. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დეკემბერში პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციანი სია წარუდგინა, რაც მმართველ გუნდში შემდეგ ვნებათაღელვისა და შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა.