პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მმართველ გუნდში თითქმის დასრულებულია კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობენ. მისივე ინფორმაციით, პარლამენტის მნიშვნელოვან პოზიციებზე გამოცდილი, პროგრესული და ახალგაზრდა პოლიტიკოსები დაწინაურდებიან.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევონო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობა ჯამში 12მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეებმა.