პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობს, ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც "მოქალქეების" წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული.
აქციის მონაწილეეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურიც აქვთ დადგმული, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება და ამბობს, რომ "მანდატებს იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოებს 2 ლარად ყიდის".
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ბრუტუსის სახით "ქართული ოცნების" "კლოუნიადას" შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ ხმაურიც იყო, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურის დადგმის უფლებას არ აძლევდნენ. ა
დგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.