პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მამების აქციაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ კარავში გამათბობელს წაეკიდა და საბნებსა და ლეიბებზე გადავიდა, თუმცა მისი ნეიტრალიზება მალევე მოხდა. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ის შემთხვევის დროს პარლამენტთან არ იყო, თუმცა მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა პატრულის თანამშრომლების დამსახურებაა, რომელთაც სახანძრო-სამაშველო ჯგუფს შემთხვევა დროულად შეატყობინეს.