პარლამენტის წინ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტამდე ფეხით მსვლელობას მოაწყვეს. აქცია ჟურნალისტების და მედიამენეჯერების მიერ არის ორგანიზებული და მის ორგანიზებაში პოლიტიკური პარტიები ჩართულები არ არიან.