პარლამენტის შენობის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები განმარტავენ, ამ ჟესტით მათ სურთ, სამთავრობო სტრუქტურებს შეახსენონ ის დაპირებები, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა 1 წლის წინ, "ბასიანის" სპეცოპერაციის შემდეგ რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს მისცა.