პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით¬ ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება.
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ეს ცვლილება იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის ინიციატორებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.
ამასთან, კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.