პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიცია მუშაობს. შსს-ს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, პოლიციამ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან იარაღის აღმოჩენის გამოა მობილიზებული.
კერძოდ, შსს-ს ცნობით პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და ფაქტის შესახევ პოლიციას შეატყობინა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურვის მცდელობის თაობაზე, ამ ინფორმაციას როგორც შსს-ში, ისე პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ.