ოპოზიციური ფრაქციების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, ევროკავშირის ან რომელიმე უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციები დაწესდება.
აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციის გავლას გეგმავს ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის". ბადრი ჯაფარიძის თქმით, დროშის დაზიანება არის არის სამარცხვინო ფაქტი საქართველოსთვის. აღნიშნული ინიცტივა კი რომლეიც განიხილეს პარლამენტის სპიკერთან აუცილებლად განიხილება ოპოზიციურ სპექტრშიც.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. მისივე თქმით, საუბარია 1000- ლარიან ჯარიმაზე, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლოა, პირს ადმინისტრაციული პატიმრობაც შეეფარდოს.