საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, დოჰაში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლოს, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ფიჯის, ტონგას და ახალი ზელანდიის პარლამენტების ხელმძღანელ პირებთან. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი შეფასებით, ვიზიტი იყო წარმატებული და ასამბლეის ფარლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.