დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის გრძელდება. ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს ტრადიციულად აკრიტიკებს და ამბობს რომ მას თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები აქვს. "ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიულით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის ის არასწორი კამპანია, რომელიც პრეზიდენტის თაოსნობით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად წარიმართება, - აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტიებს შორის დაპირისპირება თავსებადია, თუმცა შემაშფოთებელია, რომ ამ ყველაფერს პრეზიდენტი წარმართავს, რომელიც ზეპარტიული ფიგურა უნდა იყოს.