დაანონსებული და არ შემდგარი პოლიტიკური დებატი - პრეზიდენტის სასახლეში აცხადებენ რომ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა უარი მათივე შემოთავაზებაზე მიიღეს. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად მსჯელობა შესთავაზა. საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს საკონსტიტუციო პროექტის განხილვის ალტერნატიული ფორმატი ავლაბრის სასახლეში შესთავაზა. დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი მხარეებს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც შესთავაზა.